ნათია მეზვრიშვილი - ყველა მტრად გადაიკიდა "ოცნებამ“, პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე ვართ

ყველა მტრად გადაიკიდა "ოცნებამ“ და მეგობარი აღარ დაგვრჩა, პრაქტიკულად,  საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე ვართ, -  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება  შეუთავსებელია ბიძინა ივანიშვილის ინტერესთან, რადგან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება წინააღმდეგობაში მოდის ივანიშვილის ინტერესთან,  ძალაუფლება შეინარჩუნოს. 

"ევროკავშირში ძალით არავინ შეგიყვანს, შენ უნდა გინდოდეს ევროკავშირის წევრობა. რომ გინდოდეს და  კრიტერიუმები დააკმაყოფილო,  ამისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. ყველა კარზე უნდა აკაკუნებდე ბრიუსელში,  წევრ სახელმწიფოებში, ისე კი არა,  რომ ყველა მტრად გადაიკიდა "ოცნებამ“ და მეგობარი აღარ დაგვრჩა, პრაქტიკულად,  საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე ვართ. შეიძლება ვთქვათ, რომ  ვართ უკვე საერთაშორისო იზოლაციაში, მოყვარე ხელისუფლებამ აღარ დაიტოვა, ყველას თავს ესხმის, აშშ-ს თავს ესხმის, ევროკავშირს თავს ესხმის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, ევროკავშირში  საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა ნარჩუნდება ხალხის განწყობის შესაბამისად, ამის საპირისპიროდ ოცნება ცდილობს სწორედ ხალხის განწყობა შეცვალოს.  

"უკრაინაში მიმდინარე ომმა გააჩინა შესაძლებლობების ფანჯარა,  ეს ფანჯარა ახლა  თუ დაიხურა, ჩვენ თუ უკრაინას კვალდაკვალ არ მივყევით, რასაც ცდილობს „ოცნება“ რომ ყველანაირად მოგვწყვიტოს მას, ჩვენ შემდეგ ათეულობით წლები პრეტენზია ვეღარ გვექნება ვერც კანდიდატის სტატუსზე და ვერც ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე.  

"ოცნება“ ცდილობს ხალხის მხარდაჭერის მაღალი პროცენტი დაწიოს, შეამციროს იმ მასშტაბური პროპაგანდით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით,  „განდგომილებით“ თუ სამთავრობო მედიის გამოყენებით, ე.წ. ექსპერტებით, რომ  ქვეყანაში პროდასავლური განწყობა შეიცვალოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები