ნინო ჩიკვაშვილი - ახლა, როდესაც აგრესორი გმირ უკრაინელ ხალხთან ბრძოლაში მარცხდება, ნუ დაივიწყებთ საქართველოს, რომლის ტერიტორიები დღემდე მითვისებული აქვს ოკუპანტს

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” აშშ-ში, ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმზე წარსდგა. Global Leadership Awards Forum - ასე ჰქვია ყოვეწლიურ ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს გარშემო ლიდერ ქალებს სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს.

საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველო და ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” ქსელის დამფუძნებელმა ნინო ჩიკვაშვილმა წარადგინა, რომელიც World Women Club-ის ნაციონალური დირექტორიცაა. 

რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში ნინო ჩიკვაშვილმა არაერთი წარმომადგენლობითი შეხვედრა გამართა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოსწია. მან ხაზი გაუსვა 2008 წელს რუსეთის მიერ გადაგმულ აგრესიულ ნაბიჯებს და საერთაშორისო საზოგადოებას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

“ჩემმა ქვეყანამ ბევრი გადაიტანა, ბევრი წელია, უმკლავდება რუსეთის აგრესიას, 2008 წელს ოკუპანტი ქვეყანა პირდაპირ შემოიჭრა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიის 20% მიიტაცა,  ვფიქრობ, მაშინ თქვენი, ამერიკის და ევროპის თანადგომა და მხარდაჭერა არ იყო საქართველოსთვის შესაბამისი, მსოფლიო რუსეთის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული და თითქოს ამ სამყაროს დიდ ნაწილს არც აინტერესებდა პატარა, ამაყი, თავისუფლებისმოყვარე ერის ბედი, არ მოჰყოლია სათანადო შეფასება რუსეთის ომს საქართველოში და ამიტომაც გაბედა კრემლის რეჟიმმა უკრაინაში შეჭრა. ახლა მეორე თავისუფალ ქვეყანაში იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ახლა მეორე თავისუფალი ერისთვის ცდილობენ ღირსების და სახელმწიფოებრიოების წართმევას. ცუდია, რომ ჩემზე ქვეყანაზე აგრესორის თავდასხმამ ვერ გამოაღვიძა მაშინ მსოფლიო, რომ ეს ჯოჯოხეთი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მაგრამ იმედია, ის ერთობა, ახლა რასაც უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ, რუსეთის საბოლოო დამარცხებამდე გაგრძელდება. 

მე აქ წარმოვადგენ ჩემს ხალხს და ქვეყანას, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისუფლების ფასი, ჩვენ ვიცით რა არის ომი. ჩვენ ჩვენ ქვეყანაში დევნილებათ ვართ ქცეულები და პოლიტიკური სოლიდარობის გარდა, მოქმედებებია საჭირო სწორედ ახლა, როდესაც აგრესორი გმირ უკრაინელ ხალხთან ბრძოლაში მარცხდება მსოფლიოს ცივილური ნაწილის დახმარებით, ამიტომ გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ საქართველოს, რომელსაც დღემდე ღია აქვს ჭრილობები, რომლის ტერიტორიები დღემდე მითვისებული აქვს დამპყრობელს. ნუ დაგვტოვებთ მკვლელი რუსეთის პირისპირ მარტო! ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და გვჯერა თქვენი მხარდაჭერის”, - განაცხადა ნინო ჩიკვაშვილმა.

საერთაშორისო ღონისძიების, Global Leadership Awards Forum-ის ორგანიზატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და Vital Voices Global Partnership-ია. დაჯილდოებაზე წელს რამდენიმე ორგანიზაცია და კერძო პირი გამოყვეს; მათ შორის ირანელი ქალები, თანასწორობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის; ასევე ქალების მიერ დაფუძნებული ხუთი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კოლექტიურად იბრძვის. დაჯილდოება 9 ნოემბერს, კენედის ცენტრში გაიმართა.

ღონისძიების სპიკერებს შორის აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი, ასევე თავად Vital Voices Global Partnership-ის პრეზიდენტი ელის ნელსონი იყვნენ.

უახლესი ამბები