მამუკა ხაზარაძე - თუ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი, თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეაქციული ძალები დაბრუნდებიან, თანამშრომლობის რესურს ვერ ხედავს.

"პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის კომენტარს "ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები