კიევ-პეჩერის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში ოფიციალურად დარეგისტრირდა

კიევ-პეჩერის ლავრა დარეგისტრირებულია ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი, - ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახური ავრცელებს.

"2022 წლის 1 დეკემბერს დარეგისტრირდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მიძინების კიევ-პეჩერის ლავრის (მონასტერი) წესდება. მონაცემები იურიდიული პირის ადგილობრივი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2 დეკემბერს შევიდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ არსებობს იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია ტაძრებისა და შენობების გამოყენება. ბერებსა და მორწმუნეებს ექმნებათ არჩევანი - ვის გაჰყვნენ.

მონასტერს, როგორც იურიდიულ პირს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე (სერგეი დუმენკო) უხელმძღვანელებს, რომელიც თანამდებობით არის "წმინდა არქიმანდრიტი, ანუ კიევის ლავრის კანონიკური და სულიერი წინამძღოლი“.

მსგავსი სიახლეები