პარლამენტმა "ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად.
 
კანონპროექტი არეგულირებს სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, აგრეთვე სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონპროექტი შეეხება სისხლით მომარაგების სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფას ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან და მომზადებულია ევრო დირექტივების შესაბამისად. 
 
საკანონმდებლო პაკეტი 15 კანონპროექტისგან შედგება, რომლის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები