ნონა მამულაშვილი - ადამიანები მზად არიან ბრძოლისათვის, მაგრამ მათ სჭირდებათ ისეთ ადამიანებს გაყვნენ, ვისაც ბრძოლა შეუძლია

დღეს იმას კი არ უნდა ვიძახდეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დნმ-ში გვაქვს, ჩვენ ბრძოლა გვაქვს დნმ-ში და ეს ბრძოლა უნდა ვაჩვენოთ, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობას“ ესაჭიროება რეფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის "ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებს.  

"ჩვენ დღეს არ გვაკლია პოლიტიკური პარტიები,  ჩვენ გვაკლია პოლიტიკური ხედვა. "ნაციონალურ მოძრაობას", სწორი მართვის შემთხვევაში,  აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ გახდეს ოპოზიციური სპექტრის გამაერთიანებელი ძალა. ამისათვის საჭიროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ განახლდეს, აჩვენოს ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც ამ პარტიას ისტორიულად ჰქონდა, მაგრამ ახლა გადის სტაგნაციის პერიოდს.

დღეს იმას კი არ უნდა ვიძახდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დნმ-ში გვაქვს, ჩვენ ბრძოლა გვაქვს დნმ-ში და ეს ბრძოლა უნდა ვაჩვენოთ. ადამიანები მზად არიან ბრძოლისათვის,  მაგრამ მათ სჭირდებათ ისეთ ადამიანებს გაყვნენ, ვისაც ბრძოლა შეუძლია და ხედვა აქვს.

თუ უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში არ მოხდება რეფორმა, მაშინ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავამარცხებთ უძლიერეს, პრორუსულ "ქართულ ოცნებას“, უკვე ზედმეტია“, - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები