ნონა მამულაშვილი - გვინდა მოგმართოთ თხოვნით, ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსნათ მიხეილ სააკაშვილი რუსული ტყვეობიდან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.

"რუსეთის მთავარი მტერი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, დღეს ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება, რადგან მისი თავისუფლების საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება. გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს გმირი პრეზიდენტი ხართ. თქვენ ყველა ჩვენგანს პოსტსაბჭოთა ხალხებს და მთელს მსოფლიოს დაგვანახეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის ღირსეული მაგალითი და გვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობისა, დღეს ჩვენ, ქართველი ხალხიც ომში ვარ. მათ შორის საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებასთან ომში. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში კვდება. მის გადარჩენას ქართველ ხალხს ჩვენი ქვეყნის მომავალი გვავალდებულებს. ის საქართველოშია, მაგრამ მისი სამკურნალოდ გადაყვანა/არ გადაყვანის გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება.

მიუხედავად იმ მძიმე ბრძოლისა, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით და მთელი რიგი გამოწვევებისა, რომლებიც გაქვთ, გვინდა მოგმართოთ თხოვნით, პირდაპირ ესაუბროთ რუსეთის მიერ კონტროლირებული ხელისუფლების ხელმძღვანელობას და ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსნათ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსული ტყვეობიდან. გთხოვთ, აარიდოთ ქართველი ხალხი უდიდეს ტრაგედიასა და სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილს მოჰყვება და რაც საბოლოოდ ჩაგვტოვებს პოსტსაბჭოთა ჭაობში და მთლიანად დაგვაშორებს თქვენთან, დასავლური სამყაროს მორალურ ლიდერ სახელმწიფოსთან, ჩვენს მოძმე უკრაინასთან", - განაცხადა მამულაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.Mamulashvilii%2Fvideos%2F530072645545760%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>