კიევში მთავარი ნაძვის ხე აანთეს

კიევში მთავარი ნაძვის ხე აანთეს

19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღეს, კიევში, სოფიას მოედანზე დამონტაჟებული უკრაინის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.

ნაძვის ხის სიმაღლე წელს 31 მეტრის ნაცვლად 12 მეტრია და უკრაინის დროშის ფერებში ანათებს.

"წელს ბევრი დისკუსია იყო - დავდგათ თუ არა ნაძვის ხე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საომარი მდგომარეობის, დაბომბვისა და ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ნაძვის ხე უნდა იყოს! ჩვენს შვილებს დღესასწაული უნდა ჰქონდეთ! მიუხედავად რუსი ბარბაროსების ყველა მცდელობისა, უკრაინელებს შობა-ახალი წლის სიხარული ჩამოართვან", - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე.

ის დარწმუნებულია, რომ "მშვიდობისა და გამარჯვების სურვილი უკრაინელებს დღეს აქვთ - წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულზე".

"და ეს აუცილებლად ახდება! ჩვენ გვჯერა უკრაინის! ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების!", - აღნიშნა მერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები