მამუკა მდინარაძე - თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?! ბინძურად სიმულირებს

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას თმა რომ არ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილი "ბინძურად სიმულირებს".

"თქვენ გჯერათ იმდენად მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?! მე ეს არ მჯერა, და არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც დღეს, შეგიძლიათ გადახედოთ სოციალურ ქსელს და ა.შ. 

მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გვჯერა სააკაშვილის. დღეს სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება. მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა და ჰყავდა სტრესში, წამებაში ქართველი ხალხი. დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას თმა რომ არ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. მეც ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს", - განაცხადა მდინარაძემ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები