ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წელს, გაგრაში დაიბადა, საფეხბურთო კარიერაც მშობლიურ ქალაქში დაიწყო, ხოლო თბილისის “დინამოს” რიგებს 1957 წელს შეუერთდა და მისი მაისურით 10 სეზონი იასპარეზა.

1964 წელს მიიღო მონაწილეობა “ოქროს მატჩში. იმავე წელს დასახელდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო 33 სპორტსმენს შორის.

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში 1965 წელს, დანიის წინააღმდეგ შედგა და პირველივე შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა.

2014 წელს ვლადიმერ ბარქაიას მიენიჭა საქართველოს სპორტის რაინდის წოდება.

აღსანიშნავია, რომ ბარქაიას მონაწილეობა აქვს მიღებული ლეგენდარულ შეხვედრაში, საბჭოთა კავშირსა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შორის, რომელიც მოსკოვში 1967 წელს გაიმართა. იმ დროს ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობდნენ პელე და გარინჩა. ხოლო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი ქართველი ფეხბურთელი იყო გამოძახებული - მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია და ანზორ კავაზაშვილი.

ფოტო - “პელე და ხუთი ქართველი” მომავალ თაობებს აუცილებლად გადაეცემა.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი