ჭიათურაში საახალწლო ზეიმი იმართება

ჭიათურაში საახალწლო ზეიმი იმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჭიათურაში საახალწლო ზეიმი იმართება. 

მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს ურიგდებათ საჩუქრები.  

ტერიტორიაზე განთავსებულია  ხის საახალწლო სახლები, ადგილობრივ მეწარმეებს გასაყიდად აქვთ გამოტანილი თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება  მიმდინარეობს, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. გალა კონცერტამდე, მსმენელების წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიან. 17:00 საათიდან კი გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც  ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე და "თეატრალური კვარტეტი" მიიღებენ მონაწილეობას.

საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები