თეა წულუკიანი - ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ

ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"ევროკავშირის ელჩის შეშფოთებას რაც შეეხება, რბილად რომ ვთქვა, გასაკვირია, ვინაიდან ამ შეშფოთებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული პენიტენციური სამსახური, რომელიც ზედმიწევნით ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, აწ უკვე კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა კიდევ უფრო წარმატებული იყოს, სასურველია თავად პატიმრის მხრიდან პენიტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობა. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე. საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში.

ასევე, ბატონმა ჰერჩინსკიმ მოგვიწოდა, უკეთესად ვიზრუნოთ პატიმრებზე, ყველა პატიმარზე თანაბრად ვიზრუნოთ. მინდა, ვუთხრა, რომ მისი მოწოდება ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს საქართველოს საპატიმროებში უყურადღებობითა და რეალურად, მზრუნველობის არარსებობით გარდაიცვალა 144 პატიმარი, შარშან გარდაიცვალა 21 პატიმარი. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჰერჩინსკის მოწოდება უკვე შესრულებული გვაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები