ჭიათურის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დაიწყო

ჭიათურაში კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის რეაბილიტაცია დაიწყო.

შენობა 1967 წელს გაიხსნა და კაპიტალური რემონტი  ამ დრომდე  არ ჩატარებია.

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მერმა  გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილე გიორგი ბიწაძესთან, მერის მოადგილე დავით ბიწაძესთან და  სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კულტურის ცენტრში დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტი მიზნად ისახავს შენობის შიდა სივრცის განახლებას. კერძოდ, გათვალისწინებულია: მთავარი საკონცერტო დარბაზის სრული რაბილიტაცია - სცენის მოწყობა, არსებული სკამების ახლით შეცვლა, იატაკის განახლება და სცენის ფარდების მონტაჟი. ამავდროულად, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თოჯინების თეატრს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტით განსახორციელებელი სამუშაოები ადგილზე განიხილეს.

კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 724 425 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ბიელი“ ასრულებს. პროექტის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები