გიული ალასანია - ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ არ იყოს ეს სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა.

"არ ვიცი ბატონ რატის ვისგან აქვს ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ მე ყოველ ჯერზე გამოვდივარ და რაც მთავარია, მე მოწმე ვარ ყველაფრის. რა თვითდაზიანებაც ეს არის, ძალიან კარგად ვხედავ. რეკომენდაციაა, რომ უნდა ჭამოს, მიიღოს კალორიები და რომ ვერ იღებს? რა ვქნათ? ეს არის მისი ავადმყოფობა სწორედ. 

პარენტერალურ კვებას არ თანხმდება იმიტომ, რომ ყოველი მხრიდან ესმის, რომ საავადმყოფოს არ აქვს ამის გამოცდილება. 

მადლობა ღმერთს, რომ გვყავს პატიოსანი ექიმები. ყველა ექსპერტი, ვინც იყო ჩართული იმ კონსილიუმში ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. მათ აღმოაჩნდათ პროფესიული კეთილსინდისიერება და ცოდნა და მივიღეთ ის დასკვნები, რომელიც შეესაბამება რეალობას. 

ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ არ იყოს ეს სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს", - განაცხადა გიული ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები