ნიკოლოზ სამხარაძე - ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს გამოეხმაურა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

"ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ. მე ვერ ვიტყვი რა უდევს საფუძვლად ამ განცხადებას. არანაირი დასაბუთება და არანაირი მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადმყოფოში წამების არ არსებობს. დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს უკრაინიდან მეგობრული, არამეგობრული ან შეურაცხმყოფელი, ეს მაინც არ შეარყევს ჩვენს პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას“, - განაცხადა სამხარაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები