მოსამართლე არევაძემ იუსტიციის მინისტრის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა, რომ მოიხსნან მოწმეები ამერიკელი ადვოკატი მასიმო დიანჯელო, "ვივამედის" ექიმი ნინო ნადირაძე, ზურაბ ჩხაიძე, თამარ დავარაშვილი, თეიმურაზ მხმუდოვი, ზურაბ ვანიშვილი, ასევე, მოწმეები ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოიხსნას ყველა მოწმე მალხაზ ურთმელიძის გარდა. 

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

დღესვე შალვა ხაჭაპურიძემ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე არევაძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მისი თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე. 

დღვევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომაზე განაცხადა, კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გასცა, დისტანციურ ჩართვაზე კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად სააკაშვილმა თქვა უარი.

მსგავსი სიახლეები