ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, ქუთაისში უფასო სკრინინგი ჩაატარეს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახური ბავშვთა კარდიოლოგის ვახტანგ ხელაშვილის ხელმძღვანელობით, ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, რეგიონებში უფასო სკრინინგს ატარებს. 

წელს აქცია იმერეთიდან დაიწყო. 11 თებერვალს ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში პაციენტები მიიღეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის კარდიოლოგებმა ნონა გრძელიშვილმა და ნიკა ლაბარტყავამ. 

აქციის ფარგლებში ბავშვებს უფასოდ ჩაუტარდათ: ექოკარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია.  

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურმა მსგავსი აქცია გასულ წელს სამეგრელოში ჩაატარა. 

იგეგმება, რომ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა, ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, უფასო სკრინინგით  წლის ბოლომდე მთელი საქართველო მოიცვან. 

მომდევნო აქციის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქციაში მონაწილეობის მისაღებად პაციენტებს მოუწევთ, კონსულტაცია ადგილზე გაიარონ თავიანთი პოლიკლინიკის პედიატრთან ან ბავშვთა კარდიოლოგთან.

მსგავსი სიახლეები