რამაზ საყვარელიძე - ეს კანონი არის ამ ხელისუფლების თვითდაზიანების აქტი

ეს კანონი არის ამ ხელისუფლების თვითდაზიანების აქტი, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

"ეს "ენჯეოები“ და მედია, ვინც ფინანსდება, დასავლეთიდან ფინანსდება და შენ როგორც კი ამას გამოაცხადებ დანაშაულად, ამით ავტომატურად გადაიმტერებ იმას, ვინც მათ აფინანსებს და რატომ, ვერ გავიგე“, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობისთვის ამ კანონის მიღება აუცილებელი არ არის. 

მისივე თქმით, მსგავსი კანონის მიღებას შესაბამისი კონტექსტი სჭირდება, რაც საქართველოში არ არსებობს.

"ამ თემაზე პირველად არ ვსაუბრობ და ერთ-ერთ ჟურნალისტთან ეს ვთქვი – "ქართულ ოცნებას“ რომ ეკისრა რამდენიმე, თუნდაც ორი სასამართლო პროცესი მეთქი, სადაც ეჩვენებინათ, რომ, აი, ვიღაც მამაძაღლები ანტისახელმწიფოებრივ რაღაცას აკეთებენ და ეს ყოფილიყო გასაჯაროებული, ეს უკვე იქნებოდა იმის არგუმენტი, რომ კანონი მისაღებია. ყველაფერს ხომ უნდა თავისი კონტექსტი.

2012 წლის ივანიშვილის რევოლუციამ „ვარდების რევოლუცია“ დაამარცხა, ხომ? "ვარდების რევოლუციის“ მწარე გამოცდილებით რომ მიეღოთ ეს კანონი, რომელიც გააკონტროლებდა იმ „ენჯეოებს“ და მედიას, ვინც "ვარდების რევოლუცია“ გაგიკეთა, კიდევ ლოგიკას ვხედავ, მაგრამ ათი წელი გავიდა და რა გინდა, რას მისდევ, ვის მისდევ, ხომ? მოუარე, რა! თუ აქამდე უვლიდი ისე, რომ არ იღუპებოდა ქვეყანა, გააგრძელე ახლა ამ მწვავე პერიოდში, რატომ იტკივებ აუტკივებელ თავს?“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები