ქართული საფეხბურთო სამყარო ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ

საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური თემაა.

ქართული საფეხბურთო სამყარო აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს.

პირველი, ვინც ამ თემას გამოეხმაურა, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გახლავთ

“ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა. რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება”. 

საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“  განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს

“დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.

როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას”.

ე.წ. აგენტების კანონს ეხმაურება საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონიც“

„ევროპა ჩვენი არჩევანია“, - ამ წარწერით აქვეყნებს იმერული კლუბი ფოტოს სოციალურ ქსელში.

განცხადებას ავრცელებს აფხაზეთიდან დევნილი კლუბი „გაგრა“

“შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა”.

ორაზროვანი განცხადებით გამოირჩა სოხუმის „დინამო“

თავდაპირველად მათ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელიც მხარს უჭერდა ე.წ. აგენტების კანონის მიღებას:

"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შესაბამისი კანონის მიღება, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას რუსული აგენტურისგან, რომლებიც დაკავებულები არიან ჩვენი ქვეყნის ძირის გამოთხრით და ჩვენი საზოგადოების რუსიფიკაციით !“ - ეწერა განცხადებაში, რომელიც მალევე წაშალეს.

ზემოთხსენებულის საპასუხოდ სოხუმის „დინამომ“ ბოდიში მოიხადა ერთპიროვნული განცხადების გავრცელების გამო და აღნიშნა, რომ ეს გუნდი ეკუთნის სრულიად საქართველოს და შესაბამისად მის განცხადებაში უნდა იყოს ასახული როგორც საზოგადოების, ასევე კლუბში მომუშავე თითოეული პერსონალის აზრი.

“საქართველოს ევროინტეგრაცია არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთის, რუსული ოკუპაციის დასრულებისთვის და იმ ოცნების ახდენისთვის, რომელიც თითვეულ ჩვენთაგანს გვაქ სახლის მატჩები გავმართოთ შინ სოხუმში !!! ყველაფერი რაც იქნება ხელშემშლელი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უნდა იქნას აღკვეთილი!”

საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ დირექტორი გიორგი ყიფიანი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს!სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. - არ აქვს მნიშვნელობა... 

არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!”

ქართული საფეხბურთო სამყარო ერთიანია, მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით ქართველი ხალხისგან უფრო მეტი პოზიტივი, მიიღეს ვიდრე ნეგატივი. აქვე ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ - საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანის ევროპულ მომავალს!

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი