"განმარტონ როგორ აპირებენ კანონპროექტების გაწვევას და დაუყონებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები"

ოპოზიცია აქციებზე დაკავებულების განთავისუფლებას და "ქართული ოცნებისგან" განმარტებას მოითხოვს, როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას, როდესაც პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას. ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ამ კანონზე, არის შემდეგი - გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ორივე ვერსია ამ რუსული კანონის, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონპროექტი და ჩააგდონ, - ამის შესახებ "დროას" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის ცოტნე კობერიძის განცხადებით, პარლამენტთან მორიგი აქცია დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნებასთან", რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი, იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ჩვენ ვიყავით იქ ერთმანეთის არა მარტო თანამებრძოლები, მეგობრები, ეს ხალხი არის დაჭერილი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, "ქართულ ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად. დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ერთი მხრივ, ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგა ეს ნაბიჯი, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე, გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ. 

"დღეს, საღამოს 7 საათზე ყველანი რუსთაველზე, ჩვენ არ ვენდობით "რუსულ ოცნებას" სიტყვებზე, მათ უკვე გადაგვაგდეს რამდენჯერმე. ასევე, ჩვენი მეგობრები არათუ დაკავებულები არიან, ზოგიერთის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ ვიცით, ყველა მათგანი უნდა იყოს დაუყონებლივ გათავისუფლებული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ოპოზიციის განცხადებით, ბრძოლა და დაუმორჩილებლობა იქნება ბოლომდე, ვიდრე ქვეყნის ევროპული მომავალი გარანტირებული არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები