საპარლამენტო ოპოზიციის წევრები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, ოპოზიციონერი დეპუტატები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციები წარადგინა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების მექანიზმები დაინერგოს. 

"კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არსებული 9 -პუნქტიანი გეგმის მე-5 პუნქტი ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოების სექტორზე უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო და საზოგადოებრივი კონტროლი. ამიტომ ეს თემა აქტუალურია. შემოთავაზებულია საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რომელიც არსებობს ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში. ეს ინიციატივა ითვალისწინებს, მათ შორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციების გამიჯვნას და უსაფრთხოების და უშიშროების სექტორთან მიმართებაში ცალკე კომიტეტის ჩამოყალიბებას, ანდა ნდობის ჯგუფის კომპეტენციის გაზრდას სათანადო უფლებამოსილებებით, რომელიც მეტ საშუალებას მისცემს სამოქალაქო სექტორს შექმნას ის კონკრეტული ზედამხედველობის ბერკეტები, რომელიც გამჭვირვალეს გახდის უსაფრთხოების სისტემას, კონკრეტულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუშაობას გავაგრძელებთ უახლოეს პერიოდში და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად წინადადებებს წარვუდგენთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რომ მიმდინარე განხილვების სტადიაზე კანდიდატის  სტატუსის მიღების პროცესთან მიმართებაში, ამ საკითხების აქტუალიზება მოხდეს და მათ შორის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წინადადებები ხელისუფლებამ გაითვალისწინოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები