"აუცილებელია, განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება"

სახალხო დამცველის აპარატი დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს შეისწავლის.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. 

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში

2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები