წყალტუბოში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო

წყალტუბოში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის" ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სასურსათო ამანათები გადასცეს.

ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში" 220 ბენეფიციარი ირიცხება, რომლებსაც ასევე, სააღდგომოდ თანხა ჩაერიცხათ.

"სააღდგომო ნობათების დარიგება უკვე დავიწყეთ. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600 ოჯახი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ნობათებს მიიღებს. სასურსათო ამანათები გადაეცემათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს, ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს. მინდა წინასწარ მივულოცო მათ მოახლოებული აღდგომის დღესასწაული, ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა და წარმატებები", - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები