კელი დეგნანი - ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ მედიაგარემო ვიწროვდება, შესაბამისად დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის მნიშვნელოვანი

მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ელჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის მისაღებია.

"რა თქმა უნდა, ეს მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ მედიაგარემო ვიწროვდება, შესაბამისად დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს განსხვავებული ინფორმაცია და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე.

ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიის მშენებლობის პროცესში", - განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები