ნიკა გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ. 

"დღეს მივმართავ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე სამ თვეზე მეტია და ის აწერა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, არ თუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ მოსამართლეთა ვინაობა არ არის განსაზღვრული, რომლებმაც უნდა განიხილონ ჩვენი საკასაციო საჩივარი. 

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ეძებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს ხელისუფლების მიერ წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენზე", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მისივე თქმით, საქმეების განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და პოლიტიკური მდგენელის მქონე საქმეებს კლანი იმ მოსამართლეებს აწერს, რომლებიც მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს. 

საძაგლიშვილის თქმით, მერაბ გაბინაშვილი უზენაეს სასამართლოში 2019 წელს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაინიშნა, ვინაიდან ის კლანის ერთგული წევრი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები