"რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ისაუბრეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - "რეფორმების ჯგუფი“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულება არ არის საკმარისი. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმართება ევროპულად და ევროპული ფასეულობების შესაბამისად.

"ვისაუბრეთ პოლიტიკურ განცხადებებზე, რუსული კანონის შესახებ, პარლამენტში თავდასხმებზე. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, მომხრე ვართ და ვითხოვთ პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და დაცული იყოს ასევე, რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა ამის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმით თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, თავს ესხმის პარლამენტში კოლეგებს და ყოველდღე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, ხალხმა აჩვენა, რომ  გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”, -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: გიორგი ვაშაძე,  ხათუნა  სამნიძე და თეონა აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები