კოლეჯ "იბერიასა" და პოზნანის მერიის ხელმძღვანელობას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა

კოლეჯ "იბერიასა" და პოლონეთის ქალაქ პოზნანის მერიის ხელმძღვანელობას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში კოლეჯ "იბერიასა" და ქალაქ პოზნანის ვეტერინარიის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ვეტერინარ-ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის შემუშავებას, გამოცდილების გაზიარებას, პედაგოგების გადამზადებას, სტუდენტთა მობილობასა და სტაჟირებას და სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კოლეჯი "იბერია" მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 17 საკვალიფიკაციო და ოცამდე მოკლევადიან მომზადება/ გადამზადების პროგრამას ახორციელებს. 

კოლეჯი ოპერირებს ქუთაისსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

"იბერია" აქტიურად ცდილობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები