რატი იონათამიშვილი - ალექსიძე ჯუანშენ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია! ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს!

“ქოლცენტრების საქმემ” კეზერაშვილი და ნაცების კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო, რადგან მართლმსაჯულების სიახლოვე იგრძნეს და მორიგ ჯერზე, უკადრებელი იკადრეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს.

"ე. წ. ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გატესტეს ჯერ.  ოღონდ ისრები "ქართული ოცნებისკენ" გადმოეტანათ და უახლოესი ძმაკაცი გაწირეს…

"ქოლცენტრების საქმეზე" უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის  და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ თავისთან დასაქმებული პირი. მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, როგორ დაიმალებოდა…

ამავე დროს, ალექსიძე ჯუანშენ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია! 

ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს! იქნებ აქეთ გადმოესროლათ უბინძურესი ბრალდება!

გახსოვთ, ალბათ, კეზერაშვილის დაპირება, ხელისუფლებას ვამხელ ამ საქმეშიო… სცადა! არ გამოუვიდა! 

ყველამ ყველაფერი იცის, ზეპირად!

თავისი ძმაკაციც გაწირეს და ბოლომდე გაშიშვლდნენ, როგორც მორალისგან აბსოლუტურად დაცლილი ხალხი!", - წერს იონათამიშვილი.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა. ალექსიძის დაკავება დიდი ფულის, შესაძლო თაღლითური გზით მითვისების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ უცხო ქვეყნის საზღვარზე მოხდა, როცა ალექსიძე მეუღლესთან ერთად შვილს საფეხბურთო ბანაკში მიყვებოდა.

"შაბათის ფორმულას" წყარო უყვება, რომ ფეხბურთელს ინტერპოლი ეძებდა -  საპასპორტო კონტროლზე მას მესაზღვრეებმა ქუდის მოხდა მოსთხოვეს - მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ საზღვრის გადაკვეთას რატი ალექსიძე ცდილობდა, ის დააკავეს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ალექსიძე საერთაშორისო გამოძიების შედეგებს გერმანიის ციხეში ელოდება.

ფეხბურთელის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ რატი ალექსიძე დაკავებულია. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქვისლი და თბილისის მერის კახა კალაძის ახლო მეგობარია.

"შაბათის ფორმულას" წყაროს თქმით, დაკავების შემდეგ ალექსიძის ოჯახმა დასახმარებლად, ახლო ნათესავს - ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართა. ფეხბურთელისა და თავდაცვის მინისტრის მეუღლეები დები არიან. ჯუანშერ ბურჭულაძის კავშირებზე ქოლცენტრებთან "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ გასულ წელს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც საუბრობდნენ.

"შაბათის ფორმულას" ცნობით, დიდი ფინანსური მაქინაციების, შესაძლო, შავი ტრანზაქციებისა და ე.წ. ქოლცენტრებით ფულის გათეთრების სქემა თავდაცვის მინისტრისთვისაც არის ცნობილი. საერთაშორისო გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ რატი ალექსიძის კვალმა ქოლცენტრების საქმეში, შესაძლოა, "ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძეზე გაიყვანოს.

ამასთან, საერთაშორისო გამოძიება, "შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, შესაძლო თაღლითობის საქმეში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების კვალს ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ჯერ დაზუსტებული არ არის, თაღლითური სქემა აქტიურად მუშაობს აფრიკის კონტინენტზე და შესაძლოა, მას სწორედ ქართველი მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Frati.ionatamishvili%2Fposts%2Fpfbid0hoW9ht5eJbSHsPrxUBim61L2CgXeqsiwQtNUEyyLgucDBzVJMjQmfdpb7DvLV2Yql&show_text=true&width=500" width="500" height="329" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>