"სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისთვის“ იწყება

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახორციელებს პროექტს „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისთვის“.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 30 სტუდენტისთვის სისხლის სამართლის პროცესის  პრაქტიკულ სწავლებას.

პროექტის მონაწილეებს სამი თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგები  კრიმინალისტიკის, კრიმინოლოგიის, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის და სისხლის სამართლის სხვა დისციპლინებში. სტუდენტები, ასევე, დაესწრებიან სისხლის სამართლის საქმის განხილვებს ყველა ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული კურსის ბოლოს ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები