ანა მარია შიკო - მიხარია, რომ კვლავ მეძლევა შესაძლებლობა ბუდაპეშტში ვუმასპინძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს

მიხარია, რომ კვლავ მეძლევა შესაძლებლობა ბუდაპეშტში ვუმასპინძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს. გასულ წელს ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების  სტრატეგიულ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს.

“ამის შემდეგ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც, დივერსიფიცირების გეგმის ფარგლებში, ითვალისწინებს ენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან  უნგრეთში, საქართველოსა და რუმინეთის  ტერიტორიების გავლით.   ჩვენ ასევე განვიხილეთ მთელი რიგი დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც უკავშირდება ბევრი ვიზიტი უნგრეთსა და საქართველოში. ოქტომბერში იგეგმება  სამთავრობო სამიტი თბილისში. ამჯერად კი,  ჩვენ ვმასპინძლობთ მის აღმატებულებას  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC). CPAC წარმოადგენს ამერიკელი პოლიტიკოსების და ყველა იმ  ადამიანის უმნიშვნელოვანეს კონსერვატიულ შეკრებას,  რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონსერვატიული მიდგომების მომავლით. უნგრეთი, როგორც კონსერვატიული ქვეყანა, სამ მნიშვნელოვან ღირებულებას ეფუძნება: ოჯახი, ქრისტიანობა და ჩვენი ერი. ვფიქრობ, სწორედ ამ დამოკიდებულებით აიხსნება ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან და სწორედ ამიტომ, მოხარულნი ვართ, რომ მისმა აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს მოწვევა  სიტყვით გამოსულიყო ამ მნიშვნელოვან კონფერენციაზე”, - განაცხადა ანა მარია შიკომ.

უახლესი ამბები