ნანა გაბელია ქართულ-აფხაზური ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ სასწავლო სივრცეს ესტუმრა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქართულ-აფხაზური ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ სასწავლო სივრცეს ესტუმრა. 

აღნიშნულ სივრცეში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან დეკანოზ ლევან ჯანაშიასთან ერთად ახორციელებს პროექტს „ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობით“.

პროექტი ითვალისწინებს რვა თვის განმავლობაში თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში,  6-დან -15 წლის ჩათვლით, აფხაზეთიდან დევნილი  მოზარდებისა  და ახალგაზრდების სწავლებას.

პროგრამის 40 მონაწილე შეისწავლის კერამიკის, კალიგრაფიის, მხატვრული კითხვის ხელოვნებას, ხალხურ სიმღერებს, ხატვას, ქსოვას, საეკლესიო გალობასა და ხატწერას.

აღნიშნული პროექტი მინისტრის აპარატის პროგრამის "სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“  ფარგლებში  ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები