მიხაელ როთი - ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით

უკრაინაში ომი რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ბრალია და არა იმის ბრალი, რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება მოინდომეს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა.

"მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს. არ მესმის, რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს. 

უკრაინაში ომი რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ბრალია და არა იმის ბრალი, რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება მოინდომეს. 

2008 წელს რუსეთმა თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაც მოახდინა. ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება მოახდინა. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც სამწუხაროდ, გერმანიაშიც საკმაოდ გავრცელებულია", -  განაცხადა როთმა.

უახლესი ამბები