კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 800-მდე დაინტერესებულ  მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა.

თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე შეხვდა და ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოსა და ლიცეუმის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში თანატოლებს დეტალურად გააცნეს ლიცეუმში არსებული სასწავლო თუ საცხოვრებელი პირობები.  

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ნახეს სასწავლო სივრცე, სიმულაციური კლას-კაბინეტები, სპორტდარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ მომზადებული სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები, ასევე, რობოტექნიკა. 

ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში.ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციას 26 ივნისიდან დაიწყებს და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://shorturl.at/bovL2

ლიცეუმი პანსიონის ტიპის, ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებაა. აქ მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის განათლება, ასევე გაიარონ დაწყებითი სამხედრო  მომზადების კურსი და  ლიცეუმში არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით სწავლა გააგრძელონ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ისეთი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი. 

ლიცეუმში ასწავლიან კვალიფიციური მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ლიცეუმს  ჰყავს 19 მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის -"მენტორი" მქონე მასწავლებლები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები.