"მე პირადად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, თადარიგის კაპიტან მიხეილ მარგალიტაძეს, მითხრას, რომ მე და ჩემმა ქვედანაყოფმა ლაჩრულად წავაგეთ ომი"

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

"თორნიკე რიჟვაძის ცნობილი განცხადების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დავაორგანიზეთ დღევანდელი შეხვედრა, ჩვენ ვართ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები, სხვადასხვა ქვედანაყოფებში ვმსახურობდით, მოვედით მასთან, რომ ვუთხრათ - ჩამოვიდეს, შეგვხვდეს, მე პირადად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, თადარიგის კაპიტან მიხეილ მარგალიტაძეს, მითხრას, რომ მე და ჩემმა ქვედანაყოფმა ლაჩრულად წავაგეთ ომი. მას შეიძლება არ აქვს სამხედრო განათლება და არ იცის, რა არის ომის წარმოება და ომი, შევხვდებით და ავუხსნით რა არის ომი", - განაცხადა მიხეილ მარგალიტაძემ.

რიჟვაძე აგვისტოს ომის მონაწილეების მოთხოვნას ჯერ არ გამოხმაურებია.

რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცები არიან გმირები, ლაჩარი არის სააკაშვილი".

რიჟვაძის განცხადებას აგვისტოს ომის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრებისგან პროტესტი მოჰყვა, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები