რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 - სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 - სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა. 

მოვლენები ასე ვითარდებოდა: 2008 წელი, 1 აგვისტო - სოფელ ერედვში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა, დაიღუპა ერთი ადამიანი; 2 აგვისტო - ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისვრიან. სახეზეა დაჭრილები და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები; 3 აგვისტო - რამდენიმე საათის განმავლობაში სროლები შეწყვეტილია; 4 აგვისტო - ოფიციალური თბილისის მტკიცებით, ოსებთან ერთად, ქართულ სოფლებს თავს რუსებიც ესხმიან, რასაც ცხინვალსა და მოსკოვში უარყოფენ; 5 აგვისტო - ოსი სეპარატისტების მიერ ოსურ სოფელ უბეათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუმბართმტყორცნიდან ცეცხლი გაიხსნა. ამავდროულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ოსი "სამართალდამცველების" საგუშაგოების დაცხრილვაში ადანაშაულებს. ოსების დასახმარებლად ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 "ბოევიკი" ჩადის, სეპარატისტებს დახმარება დონის კაზაკების ბატალიონმაც აღუთქვა. ცხინვალში რეგიონიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის საკითხზე საგანგებო სხდომა იმართება. ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუს სამშვიდობოებს, რომლებიც გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოსთვის ცხინვალის რეგიონში ქართულ-ოსური პირდაპირი მოლაპარაკებების დაგეგმვის შესახებ აცხადებს. 7 აგვისტოსთვის საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვიც გეგმავს; 6 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა სოფლების - ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბომბვა დაიწყეს. 7 აგვისტო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 

8 აგვისტოს დადგომასთან ერთად კი, დიალოგის ნაცვლად, მასშტაბური საომარი მოქმედებები იწყება. ამავე დღეს დაპირისპირებაში რუსეთის საჯარისო შენაერთები, მათ შორის 53-ე არმია ოფიციალურად ერთვება. ამასთან, რუსების შეტევა კონფლიქტის ზონას გასცდა და მთელ საქართველოს მოედო. 

8-12 აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასე გამოიყურება: 

8 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვი ჩამოაგდო; რუსულმა СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრში, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. შედეგად, 7 სამოქალაქო პირი დაშავდა; 6 რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე; რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან შემოვიდნენ, ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ჩამოაგდეს და უკან გაბრუნდნენ; რუსულმა სამხედრო ავიაციამ მარნეულის სამხედრო ბაზა სამჯერ და ბოლნისის სამხედრო ბაზა დაბომბა. ორი თვითმფრინავი განადგურდა. დაინგრა შენობა-ნაგებობები და არის მსხვერპლი; 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ გორის საარტილერიო ბრიგადა დაიბომბა; 

9 აგვისტო - დაიბომბა ფოთის პორტი, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობი ჭურვები ჩამოვარდა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი. კვლავ დაიბომბა ვაზიანის პოლიგონი. მეორედ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი; დაიბომბა გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა; ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა; რუსეთის საჰაერო ძალები გორის დაბომბვას აგრძელებენ; კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი; რუსეთის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს; დაიბომბა ონი. რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი დაიბომბა. 

10 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ ჩამოგდებულ იქნა; გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონში სოფელი კნოლევი დაბომბეს; რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო აფხაზეთზე შეტევა განახორციელეს. რეგიონი რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსული ავიაციის მიერ კვლავ დაიბომბა გორი; რუსულმა ავიაციამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი დაბომბა. შედეგად ხიდზე ხანძარი გაჩნდა; რუსეთის ავიაციამ ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში ჩამოყარა; საავიაციო ქარხანა "თბილავიამშენი" კვლავ რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი გახდა; ორი ავიაგამანადგურებლის მიერ სენაკი დაიბომბა; ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კოდორის ხეობა დაბომბა.

11 აგვისტო - გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური დაიბომბა; რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კოდორის ხეობა დაბომბეს (ზემო აფხაზეთი); რუსულმა თვითმფრინავებმა ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან) დაბომბეს. დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო; ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს) დაიბომბა; დაიბომბა კოდორის ხეობა; საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა; სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად; რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთით დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი; დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი; სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ. 

12 აგვისტო - რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი დაბომბეს. 

12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროკავშირის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის განუახლებლობის შესახებ 6-პუნქტიან ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა რუსეთი ე.წ. "მედვედევ-სარკოზის" შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. 

ამავე დღეს პარლამენტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ აქტის მზადება დაიწყო. საქართველო დსთ-ის დატოვების შესახებ განცხადებას 12 აგვისტოს აკეთებს. 

ამავე დღეს, საქართველოს მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიაზე 1993-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. სარჩელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებას ეფუძნება და ამტკიცებს, რომ ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული საქართველოში 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციით დამთავრებული, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველთა ეთნიკურ წმენდას, იარაღის მიწოდების, ჯარისკაცების დაქირავებისა და რუსეთის კუთვნილი შეიარაღებული ძალების მიერ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის განხორციელების გზით უწყობდა ხელს, რასაც შედეგად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები მოჰყვა. 

რუსეთსა და საქართველოს პირველი კონფლიქტი 2008 წელს არ ყოფილა (1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა; 1810 წელს - იმერეთის სამეფო, 1828 წელს - გურიის, 1857 წელს - სვანეთის სამთავრო, 1864 წელს - აფხაზეთის, 1867 წელს კი - სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გააუქმა; 1921 წლის თებერვალში საქართველოში "წითელი არმია" შემოიჭრა, რასაც 70-წლიანი საბჭოთა მმართველობა მოჰყვა; 1924 წელს კომუნისტებმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ქართველი დახვრიტეს; მასობრივი რეპრესიები განხორციელდა 1937 წელსაც; 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა სადამსჯელო რაზმის შემოსვლას 21 მშვიდობიანი დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა; რუსეთის დახმარებით, 1992 წელს საქართველოს - სამაჩაბლო, ხოლო 1993 წელს - აფხაზეთი გამოეყო, აღნიშნულ რეგიონებში ეთნიკური წმენდა განხორციელდა, თუმცა მაშინ და 2008 წლამდე ეს "ქართულ-აფხაზურ"'და "ქართულ-ოსურ" ეთნიკურ კონფლიქტებად მოინათლა), თუმცა ამ დაპირისპირებას პირველად, ოფიციალურად ეწოდა "რუსეთ-საქართველოს" ომი და საერთაშორისო პრაქტიკაში დაიწყო დამკვიდრება ტერმინმა "ოკუპაცია". 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. "მცოცავი ოკუპაცია", ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სია
მ.შ. ოფიცერი: 22
კაპრალ/სერჟანტი: 133
რიგითი: 1 
რეზერვისტი: 10 
სამოქალაქო პირი: 3

კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები

კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები

კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები

კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები

კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები

სერჟანტი დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები

ავიაციის უმცროსი სერჟანტი ნანუაშვილი გიორგი ჯიმშერის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები

კაპრალი ბასილაძე ბადრი გიორგის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები

კაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე - I ქვეითი ბრიგადა

კაპრალი თაყაძე ვიტალი ილიას ძე - I ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბეკურაშვილი მამუკა გოჩას ძე - I ქვეითი ბრიგადა

ლეიტენანტი ხურციძე შოთა ოლეგის ძე - I ქვეითი ბრიგადა

კაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე - I ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ნიკიტინი თამაზ ედუარდის ძე - II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი ფანცულაია მამია თამაზის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი თეფანია ლევან ოთარის ძე - II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი დიასამიძე ედნარ დურსუნის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბოკუჩავა თემურ ტარიელის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი სამაკაშვილი მამუკა ნუგზარის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი აბაშიძე მალხაზ ილიას ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბალაშვილი ზურაბ გივის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი დვალიშვილი მიხეილ დავითის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბერიძე თეიმურაზ ბეჟანის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი შეყლაშვილი ილია ვაჟას ძე - II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი თურმანიძე ფრიდონ გიორგის ძე - II ქვეითი ბრიგადა

სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე - II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი გელდიაშვილი ანზორ ვახტანგის ძე - II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი კოხრეიძე ლევან რეზოს ძე - II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი ონიანი ალექსანდრე ვალოდის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი წულაძე რუსლან ვილორიკის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი კუპატაძე შმაგი როლანდის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი კაცაძე ზვიად სერგოს ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ჯანელიძე ირაკლი ვაჟას ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბარამია მარლენ ტარიელის ძე - II ქვეითი ბრიგადა

სერჟანტი მელქაძე ლევან თამაზის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი ლაგურაშვილი ლერი თენგიზის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი მანძულაშვილი ლევან ოლეგის ძე - II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი წილოსანი ემზარ შუქრის ძე- II ქვეითი ბრიგადა

ავიაციის უმცროსი სერჟანტი კაკაურიძე ფელიქს მიტუშას ძე- II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ზოიძე რომანი ლევანის ძე- II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი კოშაძე კახა აკაკის ძე- II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი გოგნაძე ვალერი სულიკოს ძე- II ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი ეფაძე ზურაბ ავთანდილის ძე - III ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი გაბუნია ილია ივანეს ძე – II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ტატუაშვილი გიორგი ზაურის ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ზაზაშვილი ალექსანდრე პავლეს ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ქამაშიძე ავთანდილ იოსების ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ხარჩილავა კობა რევაზის ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბალახაშვილი არტემ გურამის ძე - III ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი თუთისანი მერაბ მურმანის ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ციცქიშვილი ვალერი რეზოს ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპრალი გოგორიშვილი გიგა ტიტეს ძე - III ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე - III ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი ბრეგაძე ფრიდონ ავთანდილის ძე - III ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი ახობაძე მერაბ ტარიელის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი სერგია კობა იურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი კირაკოზაშვილი გიორგი ოთარის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

მაიორი დოლიძე შალვა ზაურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

სერჟანტი მგალობლიშვილი ფილიპე ჰამლეტის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი ლეიტენანტი ბაბუციძე ილია გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი ლეიტენანტი ნადარეიშვილი გიორგი გენადის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

ლეიტენანტი ბარდაველიძე ალია მერაბის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი დევდარიანი ლევან ცაგოს ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბაზაძე ირაკლი ომარის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი თენიეშვილი ზაურ ჯუმბერის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ლომიძე ავედიკ ვახტანგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ყალაბეგიშვილი ნიკა გაბრიელის ძე- IV ქვეითი ბრიგადა-70

კაპრალი ჯიქია დავით დაზმერის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი დადვანი საბა შამილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ირემაძე მურთაზ გურამის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი გზირიშვილი ვახტანგ ბადრის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი დვალიშვილი დავით რობერტის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი დოიჯაშვილი ონისე ლევანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი მჟავანაძე რაულ ასლანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ჩადუნელი დევი ჯონდოს ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ქარჩავა გოგიტა ნუგზარის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი მახარაშვილი ზაურ მურმანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა-80

კაპრალი წურწუმია კობა ამირანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ჯავახიშვილი გიორგი გენადის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ღვინიაშვილი სოსო თენგიზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბერიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი დავითაშვილი ვლადიმერ უშანგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი იოსებიძე ლევან შუქურის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ახალკაცი რეზო გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი აბრამიშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი სერჟანტი ფერაძე ზაზა თენგიზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი სოფრომაძე უშანგი ომარის ძე- I ქვეითი ბრიგადა

მაიორი ჭედია გელა გივის ძე - V ქვეითი ბრიგადა

სამედიცინო სამსახურის სერჟანტი ჭელიძე მერაბ თამაზის ძე - V ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ღვინიაშვილი გიორგი თენგიზის ძე - V ქვეითი ბრიგადა

კაპრალი მამალაძე ამირან გურამის ძე - V ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ტოროშელიძე ჯიმშერ იაშას ძე - საინჟინრო ბრიგადა

კაპრალი მურადაშვილი გიორგი პაატას ძე - საინჟინრო ბრიგადა

სერჟანტი ახალკაცი ზაზა ბეგლარის ძე - საინჟინრო ბრიგადა

პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი დავით ვალიკოს ძე - საინჟინრო ბრიგადა

უფროსი სერჟანტი ბერიანიძე არჩილ ვახტანგის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

სერჟანტი ბადრიაშვილი გიორგი ნოდარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი-100

უფროსი სერჟანტი მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი კვალიაშვილი ივანე მალხაზის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი განჯელაშვილი ვასილ გივის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი რომელაშვილი გიორგი ირაკლის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი დოთიაშვილი ზაზა ზაურის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი მამუკაშვილი გიორგი ვალერის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი კვირიკაშვილი ზაქარია იოსების ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

სერჟანტი ინაური ელგუჯა ნოდარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ურიგაშვილი ზურაბ თამაზის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი მეხატურიშვილი იოსებ გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი მიჩიტაშვილი მზეჭაბუკ ტარიელის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ერაშვილი გიზო გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი წულაია გიზო გულივერის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

უფროსი სერჟანტი მაკრახიძე გოგიტა გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ქარელი ოთარ პაატას ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

სერჟანტი ცერცვაძე მიხეილ ქიშვარდის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე - ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

უმცროსი სერჟანტი ასლანიძე ომარ ლეოს ძე - ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

სერჟანტი თავგორაშვილი კახაბერ გიორგის ძე - სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება

ს/პირი რაზმაძე ამირან ავთანდილის ძე - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

რეზერვისტი ხურცილავა დათა ბესიკის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი ჭითანავა გოგა ტარიელის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი კიკალეიშვილი ოთარ ბახვას ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი გაბუნია შალვა ემზარის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი ბერაია გოგა რევაზის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი იოსავა მიხეილ ბესიკის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი ჭოჭუა ლევანი მძლავრის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი მორბედაძე ირაკლი ოთარის ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი ბოჭოიძე ზაზა სავლეს ძე - ეროვნული გვარდია

რეზერვისტი-კობა ჯაშაშვილი-ეროვნული გვარდია

კაპრალი ბლიაძე დავით ბუხუტის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ქამაშიძე ტარიელ მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

ლეიტენანტი მამისაშვილი რეზო გელას ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი წიქარიშვილი გიორგი ზაზას ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ჭაღალიძე თენგიზ შოთას ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი გლუნჩაძე ზაზა თენგიზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი ყულოშვილი ერეკლე მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი თანდაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი გოროზია სერგეი კონსტანტინეს ძე-IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი მიდელაშვილი ლევანი ავთანდილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი ზურაბ თემურის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ქათამაძე გიორგი შირინის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი ლეიტენანტი მელია სერგო თამაზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი გელა მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ბეჟუაშვილი იოსებ მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი სერჟანტი ნაჭყებია ზურაბ სერგოს ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ხუბულური კახაბერ ირაკლის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი უგრეხელიძე რომან გრიგორის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ჭონიშვილი ოლეგ სერგოს ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი რომელაშვილი გელა მურაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ბერანძე ბადრი ოთარის ძე- I ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი ჯოჯუა გიორგი თეიმურაზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უმცროსი სერჟანტი დანელია გოჩა გურამის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი ლეიტენანტი ნატროშვილი ალექსი გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ხაიკაშვილი შმაგი ამირანის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

უფროსი სერჟანტი თიგიშვილი გელა ვაჟას ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპიტანი ჯიშკარიანი ვეფხვია გიგუშას ძე- II ქვეითი ბრიგადა

ლეიტენანტი რომელაშვილი გიორგი მურაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ბირთველიშვილი ზაზა თამაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი

კაპრალი ალავერდაშვილი რეზო გოჩას ძე- IV ქვეითი ბრიგადა

სერჟანტი ტურაშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი ნოზაძე შმაგი გუგულის ძე- IV ქვეითი ბრიგადა

კაპრალი სუხიტაშვილი ოთარ დიმიტრის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი

ს/პგიორგი აბრამიშვილი -სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი

ს/პ-სამქანაშვილი ნატალია-ჯარების ლოგისტიკური უზურნველყოფის სარდლობა

რუსეთ-საქართველოს ომის დროს შსს-ს გარდაცვლილი თანამშრომლების სია:

1.  რომელაშვილი გია ნოშრევანის ძე

2.  თევზაძე ლაშა სამსონის ძე

3.  აბრამაშვილი ირაკლი დავითის ძე

4.  კაპანაძე ბესიკ ამირანის ძე

5.  ტატულაშვილი ზურაბ მიხეილის ძე

6.  სახელაშვილი გივი შიოს ძე

7.  ართმელაძე ნადიმ გურამის ძე

8.  ავალიანი დათუნა იურის ძე

9.  მიქელაძე იაგო შალვას ძე

10.  ჩიჩუა ზვიად თეიმურაზის ძე

11.  შუბითიძე მამუკა ავთანდილის ძე

12.  ძირტკბილაშვილი გიორგი ჯემალის ძე

13.  ბიბილური ზურაბ ოთარის ძე

14.  მარსაგიშვილი გიორგი ამირანის ძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები