ე.წ. სამხრეთ ოსეთმა "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დროს" იარაღის და სამხედრო ტექნიკის გამოყენების ახალი პროცედურა დაამტკიცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მინისტრთა კაბინეტმა" "რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით" იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა.

"ახალი დოკუმენტის" მიხედვით, "სახელმწიფო საზღვრის დაცვისას" უკვე შესაძლებელი იქნება დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება.

დოკუმენტში მითითებულია უპილოტო საფრენი აპარატების და უპილოტო საჰაერო სისტემების - ვერტმფრენების, თვითმფრინავების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების პროცედურა. "ასეთ პირობებში სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლებას უფლება აქვს ლეგალურად გამოიყენოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობის აღკვეთის დარღვევების შესაჩერებლად, რაც მათ საშუალებას მისცემს სრულად შეასრულონ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა "ერთხმად დაამტკიცა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები