ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობის საშუალება მომდევნო თვიდან ექნებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის მიზნით თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებთან კონტრაქტი დაახლოებით თვე-ნახევარში გაფორმდება.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სამკურნალო სრულყოფილი ცენტრი იქნება, ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

"მოგეხსენებათ, წელს და წინა წელს აქტიური მუშაობა გვქონდა დაწყებული ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით. ვიდრე ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება იქნება, მსოფლიოს სამ ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა შესაბამისი ფასთკვლევა, გამოკითხვები. სამწუხაროდ, საშუალოდ სამასამდე ბავშვია ყოველწლიურად, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, სრულყოფილად დავაფინანსოთ მათი მკურნალობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში. ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ვფიქრობ, თვის ბოლომდე უკვე დაკონტრაქტებული იქნება და, შესაბამისად, მომდევნო თვიდან მკურნალობის შესაძლებელი იქნება. ბიუროკრატია დაკავშირებული იყო სხვადასხვა ტექნიკურ შეთანხმებასთან, რის გამოც დაახლოებით თვე-ნახევარი დაგვჭირდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აზარაშვილმა აღნიშნა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოყოფილი თანხა მათ  საჭიროებებს სრულად ფარავს. მისივე თქმით, პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

"დასახელებული სამი კლინიკიდან, ესპანეთის შემთხვევაში პროტონოთერაპიის შესაძლებლობაც იქნება, რომელიც ასევე სრულად დაფინანსდება. „სოლიდარობის ფონდია“ ბავშვთა ონკოლოგიის პროგრამის განმახორციელებელი. შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვისა და ერთი თანმხლების ცხოვრებაც. დანარჩენ ხარჯებსაც „სოლიდარობის ფონდი“ დაფარავს. ერთადერთი, ისრაელის კლინიკაა, რომელიც ცხოვრების ხარჯებს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კონტრაქტის გაფორმება უცხოეთის კიდევ სხვა კლინიკასთან, აზარაშვილმა განაცხადა: "ეს არის დროებითი ღონისძიება, ვიდრე ქვეყანაში სრულყოფილი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი გვექნება. შესაბამისად, ამ ეტაპზე 300 ბავშვის მკურნალობას საქართველოში არსებული და დასახელებული უცხო ქვეყნის სამი კლინიკა აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ექნება არჩევანის საშუალება, შესაძლებლობა ექნებათ, თვითონ შეარჩიონ, რომელ კლინიკაში სურთ ბავშვის მკურნალობა, რომელსაც სრულად დავაფინანსებთ“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები