ზურაბ აზარაშვილი - დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი, გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები

ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

"მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს.

დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 17 გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები