"არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!" - კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

"ცენზურის საფრთხე დღითი დღე უფრო და უფრო ღიად ემუქრება ხელოვნებას. სამთავრობო პოლიტიკა ცდილობს, ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს - შემოქმედებითი პროცესი მოაქციოს ცენზურის ქვეშ, წაგვართვას წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

დღეს, ხელოვნების არცერთი სფერო აღარაა თავისუფალი ამ ზეწოლისგან. ამიტომ, ჩვენი ერთიანობით უნდა დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება - ცენზურის დარტყმის შემდეგი ობიექტი ნებისმიერი ჩვენგანის საყვარელი ფილმი, წიგნი, ნახატი, სასწავლებელი ან ლექტორი, მუსიკა ან მუსიკოსი, თეატრი ან მსახიობი რომ არ აღმოჩნდეს.

თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ვაყენებთ ორ მოთხოვნას:

• შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი

• შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი

12 ივლისს სრულდება კინოცენტრში მიმდინარე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული რეორგანიზაცია და ცენზურის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლაც ახალ ეტაპზე გადადის!

გელოდებით 19:00-ზე, კულტურის სამინისტროსთან!

არა ცენზურას!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს!

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები