ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბელარუსის რეჟიმის მეთაურის ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემისკენ მოუწოდებენ. ეს გამოწვეულია უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციაში ბელარუსის მონაწილეობით.

დეპუტატების თქმით, ბელარუსი პასუხისმგებელია უკრაინისთვის მიყენებულ ზარალზე და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში რეჟიმის როლის გამო.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკვე გასცა დაკავების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ომბუდსმენის ბავშვთა საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ICC-ს განიხილოს მსგავსი ორდერი ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების შესახებ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის საბჭომ ასევე უნდა გააფართოოს ბელარუსი და რუსი პირების სია, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის, ვინც მონაწილეობდა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში.

პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში გასცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები