ლუკაშენკო - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მივიღებ, ხელისუფლებას არავინ არავის აჩუქებს

ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს.

"მივიღებ, მივიღებ, მივიღებ, უთხარი მათ (ბელარუსის ოპოზიციას) რომ მივიღებ! და რაც უფრო რთული იქნება სიტუაცია, რაც უფრო დაძაბული იქნები შენ, მე და საზოგადოება, მით უფრო სწრაფად წავალ ამ არჩევნებზე, არ ინერვიულოთ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ბელორუსისთვის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ძალაუფლებას არავინ არავის აჩუქებს.

"და არავინ არავის მისცემს და არ აჩუქებს ხელისუფლებას, მაგრამ ეს უნდა იყოს დაფუძნებული ხალხის ნდობაზე ამ ძალაუფლებისადმი. მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ხელისუფლებას, თუმცა ისინი აკრიტიკებენ. ეს ნორმალურია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს მეშვიდე საარჩევნო კამპანია იქნება მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ბოლო შედეგები მსოფლიოში არ არის აღიარებული.

დღეს ბელარუსში, 2020 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, პირველად იმართება საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნები, თუმცა ის საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები