ბოდბელი ეპისკოპოსი - ევროკავშირს მივმართავ, თუ არ მეხმარები, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში

ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობ იაკობიშვილმა ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენთან კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. 2012 წელს პატრიარქი და პირადად მე ორჯერ შევხვდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას.

ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში. ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან, დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება. შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ. ომში გაიმარჯვეს და ეგ არის? თავიანთ საქმეს მიხედონ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ. მოიქცეს მიშა წესიერად, პატიება სთხოვოს იმ ხალხს, ვინც მასზე გამწარებულია. მისი გამოშვება ერს რომ უნდოდეს, ამდენი ხანი ვინ გააჩერებდა? ვიღაც რომ მეტყვის, ვიოლა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, მაგის გამო ვინ გამოუშვებს? ისინი თუ ემზადებიან, ჩვენც მოვემზადებით.

ჩვენს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირს ურევენ. არავის დავანებებთ, რომ საქართველო ისევ ვიღაცების ხელში ჩავარდეს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო არ განვითარდეს. ევროპელებს მივმართავ, მაგ საქციელით, რუსეთის გარდა, ვის ემსახურებით? არახამიაზე ვამბობ, ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა? სააკაშვილია საქართველო? იანუკოვიჩი რომ ჰყავთ დაჭერილი, ეტყვიან, იანუკოვიჩი გაუშვიო? აბა, ქართველ იანუკოვიჩზე რატომ გვეუბნებიან, გაუშვით თორემ ასე და ისეო. იქ არის ერთი იანუკოვიჩი და აქ – მეორე. შეიძლება ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს, მას აღარ შეუძლია, ქვეყანას რამე გაუფუჭოს. თვითონ საჭმელს არ ჭამს, თავსაც არ იკლავს. იმდენს ჭამს, რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს, გეგონება ან ინდირა განდი იყოს, ან ნელსონ მანდელა“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა.

"რუსეთის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა და სამი ადამიანით ჩაანაცვლა შევარდნაძე. ანუ, რუსეთმა დაგვისვა სამი ადამიანი. დასავლეთში შემდგომში უფრო მიღებული ჟვანია. სანამ მოკლავდნენ, ჟვანიას ავტორიტეტი ჰქონდა. მე ამის თქმის არ მეშინია. რაც არ უნდა თქვან, ეს ყველამ ვიცით. მერე იყო „შუქურა“ სააკაშვილი. იცით, როგორ დაამთავრა, 2007 წლიდან, 16 წელია, ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ, რაც არ უნდა გააკეთონ. რაც არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, თავიანთ ჭკუაზე გვატარონ. ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არავის შევალახვინებთ და არც ჩვენ შევეხებით სხვის ღირსებას. 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა. არჩევნებშიც გაიმარჯვა ხალხმა, მაგრამ გახსოვთ, როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ, იმიტომ, რომ მათი მხარდამჭერი არავინ იყო. სამწუხაროდ, ვნახე, რომ რამდენიმე დღეში ვიღაცამ კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა. ალბათ უნდა ამოვიღოთ და დავდოთ ის საბუთი, მეექვსე მუხლში რაც ეწერა. ყველას კარგად ესმის, რასაც ვამბობ. 5-ს რომ გვეუბნებიან, სინამდვილეში 6 იყო და ნანახი მაქვს. სამწუხაროდ, ვნახე, როგორ მოაწერა ჩვენმა ერთმა ადამიანმა კაპიტულაციას ხელი“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები