თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტრაგიკულად გარდაცვლილი მერის ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტრაგიკულად გარდაცვლილი მერის ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განახლებულ სივრცეში მსმენელთა წინაშე, ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, ასევე საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და მადლობა გადაუხადა.

"თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი რეკრეაციული სივრცე და ამფითეატრი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელი მივანიჭეთ. მისი ინიციატივით თერჯოლას ბევრი პროექტი დარჩება. მჯერა ამ წარმატებით ის აუცილებლად იამაყებდა. ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, მისი მერობის პერიოდში დაწყებული ყველა პროექტი ღირსეულად განვახორციელოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ლაშას ოჯახს, მეგობრებს და გულშემატკივრებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის, ამასთან მინდა აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს მთავრობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიდან ვგრძნობთ", - განაცხადა მერმა.

პროექტის ფარგლებში ამფითეატრის სცენა, დეკორატიული პერგოლა, დასასვენებელი სკვერი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანება, ღამის სანათები, ფანჩატური და ძელსკამები მოეწყო.

ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებს და ასფალტბეტონის საფარს. პროექტი 2022 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის ღირებულება 1 202 000 ლარია.

გარდა ამისა, სრგიპ ფონდის დაფინანსებით, წარმატებით ხორციელდება სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობა და ქალაქ თერჯოლაში #3 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები