გლდანში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.

ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაშავდა სამი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.