თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გლდანში, პირველი მიკრორაიონში, საკუთარ სახლთან სცემეს.

"რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, "ქართული ოცნების" აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო.

მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება, მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ. დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეოდნენ ასე. მეძახდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - აცხადებს ეძგვერაძე.

ზარნაძე მომხდართან კავშირს უარყოფს.

"რა დავალება, ცხოვრებაში ეგეთი დავალება არ გამიცია, რა დამიშავა. პიროვნულად მასთან ვის რა პრობლემა აქვს, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გაუგონარი ამბავია. ქალაქიდან გასული ვარ, წავკისში ვარ, შემიძლია მივიდე და ვნახო. რას ამბობთ, რა ცემა. ცხოვრებაში არ მიჩხუბია", - აცხადებს ზარნაძე.

თბილისის საკრებულოში კოტე ზარნაძე და ირაკლი ეძგვერაძე დღეს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

უახლესი ამბები