შსს-ს წარმომადგენლები კამპანიის ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ

ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ოსაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ივანე კაციტაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრა კამპანია - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში განხორციელდა, სადაც სტუმრებმა 200-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზეც გამახვილდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ახალგაზრდებთან შეხვედრის მიზანს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები