დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის დღეს 39 წლის გახდებოდა.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. 

მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები