ნიდერლანდების მთავრობა ჩვენი პილოტების მომზადების შემდეგ უკრაინას 42 F-16-ს გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, F-16 უკრაინის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
"დასრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც დააჩქარებს უკრაინის მიერ თვითმფრინავების მიღების პროცესს. ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მხარდაჭერისთვის", - წერს ერმაკი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დანიას უკრაინას 19 F-16-ს გადასცემს.