ბათუმში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი "3X3“ კალათბურთში იმართება

ბათუმის ბულვარში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3“ კალათბურთში მიმდინარეობს.

სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება, მათ შორის მონაწილეობს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი.

თავდაპირველად ტურნირში 26 გუნდი ასპარეზობდა. მათგან ფინალურ შეხვედრებში დაპირისპირება კი, 10 გუნდს მოუწევს. გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირს „3X3“ კალათბურთში უკვე მესამედ ატარებს. ჩემპიონატი 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება.

მსგავსი სიახლეები