"კატეგორიულად მიუღებელია" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუთი მეზობელი ქვეყნის მისამართით განცხადებას ავრცელებს

უკრაინა "კატეგორიულად მიუღებლად" მიიჩნევს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ ევროპის ხუთი მეზობელი ქვეყნის განზრახვას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, ცალმხრივი შეზღუდვები უკრაინულ იმპორტზე არ შეესაბამება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებსა და ნორმებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ასევე ჩართულ ქვეყნებს, რომელთაგან ზოგიერთმა მიიღო დაფინანსება კავშირის ბიუჯეტიდან მათი შესაბამისი სექტორებისთვის, იპოვონ დაბალანსებული გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გაძლიერება და რუსეთის გამოწვევების წინააღმდეგობა მხოლოდ სოლიდარობის სულისკვეთებით არის შესაძლებელი.

პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ.